ROBI.GE

წესები და პირობები

წესები და პირობები

საიტი robi.ge არის ი/მ „ზაზა პეპანაშვილი-რობის“ (რეგისტრაციის ნომერი: 59/146-05; 17/06/2005 სერტიფიკატი: N059-02087) საკუთრება.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება, ე.ი. თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს.
1. ზოგადი პირობები
ტერმინთა განმარტება: ჩვენ –  „robi.ge“, შემდგომში – კომპანია; თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე; ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ: ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისგან, დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და აწარმოოთ შესაბამისი გადახდები;
– დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;
– წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ;
– დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულ ან ნაწილობრივ კოპირებას და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისთვის;
– დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
– არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისკენ;
– არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს; – არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საიტის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
– არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებით და მსგავსი საიტების საშუალებით მომსახურების მიღებისთვის დამკვიდრებული წესებით.
2. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის გზით (რეგიტრაციის შემდეგ, ან რეგისტრაციის გარეშე).
რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას და განაახლებთ მას ცვლილების შემთხვევაში.
დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისთვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშზე”).
ი/მ „ზაზა პეპანაშვილი-რობის“ საიტზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ვებ-გვერდზე შესვლა და მომსახურებით სარგებლობის უფლება მანამდე შეწყვეტილ იქნა ი/მ „ზაზა პეპანაშვილი-რობის“ მიერ, არ აქვთ უფლება დარეგისტრირდნენ ანგარიშის გასახსნელად. არც თქვენ ხართ უფლებამოსილი, რომელიმე ამ პირს დაავალოთ თქვენი ანგარიშით სარგებლობა თქვენს ნაცვლად.
3. მომსახურების მიღების და ვებგვერდის გამოყენების პირობები
მიტანის სერვისი: ჩვენი მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების გაწევა.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე:  ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:
1) ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს,
2) ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით და
3) შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა: ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ, თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან (მომსახურების მიღებისგან). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.
4. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები
კონფიდენციალურობა: ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.
პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. თქვენი ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენ მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.
არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენ მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციის განახლება და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.
მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისგან. თუმცა, ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.
ინფორმაციის უსაფრთხოება: ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების მრავალ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი, მომხმარებლის სახელის და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის ის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების გონივრულ ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე, ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავსი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებგვერდისთვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ყოველგვარი ურთიერთობა თქვენსა და „robi.ge-ს“ შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენ მიერ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
5. ონლაინ შესყიდვის პროცედურა
შეკვეთების მიღება ხდება ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. ონლაინ შესყიდვისთვის უნდა აირჩიოთ სასურველი პროდუქტი და ჩააგდოთ ვირტუალურ კალათში; ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კატეგორიები და ქვე-კატეგორიები; მარტივი ძებნისთვის საძიებო სიტყვა ჩაწერეთ ველში „ძებნა”.
6. შეკვეთის მიღება
6.1. მიწოდების სერვისის დრო განსაზღვრულია: თბილისში – 2-დან 4 დღემდე, რეგიონებისთვის – 3-დან 10 სამუშაო დღემდე; ყოველდღე, გარდა უქმე (არასამუშაო) დღეებისა. 
6.2. შეკვეთის გაუქმების პირობები: შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში.
წინამდებარე ხელშეკრულებით ნივთის სართულზე ატანის სერვისი გათვალისწინებული არ არის.
7. პროდუქტის დაბრუნების პირობები
7.1. „robi.ge-ს“ მიერ შემოთავაზებულ, ყველა ბრენდულ ნივთს ახლავს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს უფასო მომსახურებას საგარანტიო ვადის პერიოდში, საგარანტიო პირობების მაქსიმალური დაცვით, რომელიც გულისხმობს მის სრულ და აუცილებელ შემოწმებას, თუ საქმე არ ეხება მექანიკურ დაზიანებას.
7.2. საგარანტიო სიტუაციის წარმოშობისას, მომხმარებელი ვალდებულია, ნივთი თავისი ხარჯით მიიტანოს კომპანიის ოფისში.
7.2. კომპანია „robi.ge“, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას, 2 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:
7.2.1. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ „robi.ge-ს“ საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
7.2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა „robi.ge-ს“ ელ. ფოსტის მისამართზე: info@robi.ge
7.2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში.
7.2.4. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, „robi.ge“ უფლებას იტოვებს, ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტის დაბრუნების პროცედურა.
7.2.5. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
7.2.5.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
7.2.5.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, რომელიც აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს შეძენიდან 24 საათში;
7.2.5.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
7.2.5.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა „robi.ge-ს“ მხრიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიზუალური დეფექტი აღმოჩენილ უნდა იქნას კურიერის თანდასწრებით;​
პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე და ასევე ათანხმებს მის მახასიათებლებს თქვენთან. შესაბამისად, ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან/და ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტობრივად გამორიცხულია. თუ ნივთს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება და ეს მხოლოდდამხოლოდ გადამზიდი, საკურიერო კომპანიის დაუდევრობით არის წარმოქმნილი, ამასთან, თუ საკურიერო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან ადგილიდანვე არ მოხდება ჩვენთან დაკავშირება, ხარვეზის არსებობის შეტყობინების მიზნით, მომხმარებლის მხრიდან ნივთის გადაცვლის ან უკან დაბრუნების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კურიერი არ არის პასუხისმგებელი ნივთის აწყობაზე. თუ პროდუქტის შემოწმებისთვის საჭიროა ნივთის აწყობა, ამას აკეთებს თავად მომხმარებელი (ყველა პროდუქტს მოყვება დეტალური ანოტაცია/ინსტრუქცია და შეძენამდე ასევე შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ჩვენი წარმომადგენლისგან (ტელ., +995 591 13 10 13);
პროდუქციის დაბრუნების დროს აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შესყიდვის ქვითარი, ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადახდას;
პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პირვანდელი ტრანსპორტირების თანხა არ დაგიბრუნდებათ.​
ტელეფონით მიღებულ და დადასტურებულ შეკვეთას თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, როგორც ინტერნეტით ვებგვერდიდან ან სხვა წერილობითი ფორმით მიღებულ შეკვეთას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეული, თქვენს მიერ დაფიქსირებული შეკვეთის მომარაგებასა და მოწოდებაზე იხარჯება ადამიანური და ფიზიკური რესურსები, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ისე განათავსეთ შეკვეთა, რომ არ ჰქონდეს ადგილი „გადავიფიქრეს“.
თუ თქვენ დასტურის შემდეგ მაინც გააუქმებთ შეკვეთას, დაგეკისრებათ ჩვენი მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
8. ანაზღაურების წესი:
8.1. robi.ge, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
100%-ს იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა);
100%-ს იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა) .
90-100%-მდე იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა).
60-90%-მდე იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი.
8.2. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვა) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
წესები და პირობები
ქვემოთ ჩამოთვლილი წესები და პირობები არის შეთანხმება „robi.ge“-სა (შემდგომში - „მაღაზია“) და მყიდველს შორის, პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე, რომელიც ხორციელდება მაღაზიის ინტერნეტ-საიტის, „robi.ge“-ს მეშვეობით.
საგარანტიო ვადის მოქმედების დროს მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, თავად მიიტანოს აღსადგენი ან შესაცვლელი ნივთი მაღაზიაში, ხოლო შეკეთებული (აღდგენილი) ან შეცვლილი ნივთის მყიდველთან დაბრუნების (გაგზავნის) საკურიერო მომსახურების თანხის დაფარვის ვალდებულება მაღაზიას ეკისრება.
თუ შეძენილ ნივთს ერთი კვირის განმავლობაში ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, მაღაზია უზრუნველყოფს მყიდველისგან ოფისში მოტანილი ნივთის შეცვლას, რა დროსაც მყიდველმა უნდა წარმოადგინოს ამ ნივთის მაღაზიაში შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება ნივთის მოდელი, სერიული ნომერი და შეძენის თარიღი.
მყიდველი ვალდებულია ნივთის შესყიდვამდე, წინასწარ გაარკვიოს, აქვს თუ არა ნივთს მწარმოებლის მიერ გაცემული, ოფიციალური გარანტია და ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს, რა ხანგრძლივობისაა შესაძენად შერჩეული ნივთისთვის გათვალისწინებული საგარანტიო ვადა.

საკონტაქტო ინფორმაცია

599 69 69 62
591 13 10 13
თბილისი,მცხეთა

სწრაფი ღილაკები

სიახლეები

გამოგვიწერეთ და არ გამოტოვოთ ჩვენი აქციები

[contact-form-7 id="1287" title="Newsletter"]

© 2021 ყველა უფლება დაცულია

Wishlist 0
Open wishlist page Continue shopping